August 4, 2015 - Workshop of the Georgian Ministry of Culture
Developing a Strategy for the future Cultural Policy
Archeology and Monuments
Transfer of Cultural Property
Cultural Promotion
Cultural Communication
დღეს დილიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროში კულტურის მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, დარგის სპეცილისტებისა და შვეიცარიიდან მოწვეული, სამართლებრივ საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის ანდრეა რაშერის მონაწილებით, კულტურილი მემკვიდრეობის სფეროს ორ ძირითად - შავი არქეოლოგიის რეგულაციისა და „კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის - საკითზე, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ანდრეა რაშერი გაეცნო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიის შემუშავების მიმდინარე პროცესებს, რომელიც საფუძვლად დაედება საქართველოს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას.
ამ პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალ კოდექსზე მუშაობს, რომელიც კულტურის სფეროში მოქმედ ყველა საკანონმდებლო აქტს გააერთიანებს, და კულტურის პოლიტიკის ორგანული და განმსაზღვრელი ნაწილი იქნება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ანდრეა რაშერი ვიზიტის ბოლოს ქართულ მხარეს საკუთარ გამოცდილებას და რეკომენდაციებს გააცნობს, რაც ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესში ქართველი სპეციალისტებისთვის გარკვეული სახელმძღვანელო იქნება.
- Links:
- www.facebook.com/media/set/?set=a.839752016102503.1073742092.112117398865972